მომღერალი ლელა წურწუმია „ფეისბუკში“ საკუთარ გამომწერებს ოჯახურ კადრებს უზიარებს.
კადრებში, რომელიც საახალწლო ფოტოსესიის დროს არის გადაღებული, ლელა წურწუმია მეუღლესთან და შვილთან ერთად, ნაძვის ხის ფონზე პოზირებს.
„გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2026 წელს“, – მიმართავს მომღერალი საკუთარ გამომწერებს.
ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი გიორგი პაპიძეა.
