LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია დასრულდა – გამოვლინდა 63 გამარჯვებული

545
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია ემიგრანტებისთვის, რომელიც 20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.  

კამპანიის ფარგლებში, 63 გამარჯვებული გამოვლინდა. 62 მომხმარებელმა 1000 ლარი, ხოლო ერთმა – სუპერ პრიზი 10 000 ლარი მოიგო. ჯამურად კი 72000 ლარი გათამაშდა. კამპანია განკუთვნილი იყო საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

გზავნილები საქართველოს ბანკის  პროდუქტია, რომელიც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ თანხა საკუთარ ანგარიშზე. ის ინტეგრირებულია ბანკის ციფრულ არხებში და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს, მათ შორის, სტანდარტულთან შედარებით, კონვერტაციის უკეთეს კურსს.

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში მუშაობს საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ეს, ერთი მხრივ, გამოიხატება მობილბანკისა და ინტერნეტბანკის ფუნქციონალების განახლებასა და გამარტივებაში, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა წამახალისებელი კამპანიის განხორციელებაში. მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო და, ჯამში, 63 გამარჯვებული გამოვავლინეთ. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ემიგრანტებისთვის საბანკო ოპერაციების შესრულება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და კომფორტული გავხადოთ. სამომავლოდ მათთვის კიდევ არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ”, – განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ნატალია შათირიშვილმა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g