ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია.
ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ცნობისთვის, გათავისუფლებამდე მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. მან შიმშილობა დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დაიწყო. მეარაყიშვილი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
