LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ASAP Rocky-ის ახალ კლიპში უაინონა რაიდერი მონაწილეობს

139
photo-collage.png (7)

ASAP Rocky-იმ გულშემატკივრისთვის ნანატრი ახალი დისკის გამოცემადე რამდენიმე დღით ადრე, ლონგფლეის ლიდ სინგლი – Punk Rocky წარადგინა.

სიმღერის რელიზი თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა, რომელშიც უაინონა რაიდერი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ჰიპ ჰოპ არტისტს 2018 წლის შემდეგ ალბომი არ გამოუშვია. მომავალი მუსიკალური პროექტის გამოცემა რიანას ბოიფრენდმა ბოლო ორ წელში, ორჯერ გადადო. გავრცელებული ინფორმაციით, ფირფიტაში ამ უკანასკნელთან დუეტსაც მოვისმენთ.

რეპერის მეოთხე სტუდიური ალბომი – Don’t Be Dumb გაყიდვაში, 16 იანვარს ჩაეშვება.

ASAP Rocky-ის ახალი დისკის გამოსვლის თარიღი გადაიდო

ცნობისთვის, ASAP Rocky-ის მომავალი ალბომის გარეკანზე, ტიმ ბარტონმა იმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები