მომღერლები ნუცა თოფურია და გიორგი ცხადაძე სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მონაწილეობენ და მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი და ემოციური წუთი აჩუქეს.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთს ნუცა თოფურია „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს, სადაც გიორგი ცხადაძესთან ერთად სიმღერას „დღეები მიდიან“ საოცრად ასრულებს.
ცნობისათვის, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესაა, რომელიც თბილისელი სტუდენტების კოკასა და ნინიკოს სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს არა ერთხელ დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე, ახმეტელის თეატრში წარმოდგენილი ეს ისტორია ახალი შტრიხებითა და ძველი ნოსტალგიით იმ მოგონებებს აღვიძებს, სადაც დარაბებს მიღმა ახალი სიცოცხლე, სიახლე და გაზაფხულია…
