„ჯანმრთელი რომ იყოს ბავშვი, პირველ რიგში მშობელი უნდა იყოს ჯანმრთელი და განსაკუთრებით ჩასახვისა და ორსულობის პერიოდი,“ – ამის შესახებ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ პედიატრმა, ყარამან ფაღავამ განაცხადა.
პედიატრი ამბობს, რომ აუცილებელია ბავშვების გაკაჟება, ასევე სწორი კვება, რაც ბავშვთა ჯანმრთელობის წინაპირობაა.
„ჯანმრთელი რომ იყოს ბავშვი, პირველ რიგში მშობელი უნდა იყოს ჯანმრთელი და განსაკუთრებით ჩასახვისა და ორსულობის პერიოდი. უკაცრავად და სიმთვრალეში რომ ჩასახავენ ბავშვსს, მეტი შანსია, რომ ავად გახდეს. ბავშვი ისეთი ფასეულობაა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რისკი არ იყოს. ფეხმძიმე ქალი რომ ალკოჰოლს დალევს და თამბაქოს მოწევს, ცხადია ყველა არა, მაგრამ რისკი მოიმატებს…
მთავარია გაკჟება, მშობელი მეუბნება, რა არის ექიმო, სულ ავად არის ჩემი შვილი, მე ვეუბნები ხელპირს ცივი წყლით ბან, თუ თბილით, თბილითო მპასუხობს, ვუთხარი სულ ავად გეყოლებათთქო. აუცილებელია სწორი კვება, რაც არის ჯანმრთელობის წინაპირობა“, – ამბობს პედიატრი.
