LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩართეთ ხმა და ნახეთ, როგორ გამოიყურება ოქროს ხანა ციფრულ ეპოქაში – AI ტექნოლოგიების დახმარებით შევქმენი ტრეილერი დავით აღმაშენებლის პერიოდზე“ – გიგი კურტანიძის მორიგმა ნამუშევარმა ინტერნეტსივრცე მოიცვა

263
გიგი კურტანიძე

გასულ კვირას, ციფრულმა მარკეტერმა, გიგი კურტანიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „ვეფხისტყაოსნის“ ტრეილერი, რომელიც მან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა.

ვიდეო: როგორი იქნებოდა „ვეფხისტყაოსანი“ ჰოლივუდის მსახიობების მონაწილეობით – ნახეთ გიგი კურტანიძის მიერ შექმნილი ტრეილერი

ვიდეოს ინტერნეტსივრცეში უდიდესი გამოხმაურება და სოციალური ქსელის მომხმარებელბის დადებითი შეფასებები მოჰყვა.

ამჯერად, გიგი კურტანიძემ, კვლავ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი ნაწარმოების – „დავით აღმაშენებლის“ ტრეილერი შემოგვთავაზა.

„ამჯერად გადავწყვიტე კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი ნაწარმოებისა და ჩვენი ისტორიის ყველაზე ძლიერი ეპოქისთვის შემესხა ხორცი.

AI ტექნოლოგიების დახმარებით შევქმენი თრეილერი დავით აღმაშენებლის პერიოდზე, მაგრამ ამ ვიდეოს მთავარი ძალა ვიზუალზე მეტად, ერთ განსაკუთრებულ დეტალშია…

კადრებს ფონად გასდევს ლევან ყოჩიაშვილის არაჩვეულებრივი, ყველასთვის საყვარელი ხმა და ის ლეგენდარული მონაკვეთი, რომელზეც ტანში ჟრუანტელი გვივლის.

ჩართეთ ხმა და ნახეთ, როგორ გამოიყურება ოქროს ხანა ციფრულ ეპოქაში“, – წერს გიგი კურტანიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g