LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ყველაფერი, რასაც გავაკეთებ, გიოს მივუძღვნა…“ – სალომე ქათამაძე გარდაცვლილ ძმაზე

1889
page

სალომე ქათამაძე პოდკასტში „უეჭველი ქართველია“ საუბრობს თავისი ძმის, გიორგის გარდაცვალების შესახებ:

„ჩემი ოჯახის სრულყოფილება მაკლია… ჩემი პატარა ძმა, ჩემი გიორგუნა წავიდა ცოტა ხნის წინ… აპრილში… 27 აპრილს, აღდგომის კვირა იყო… არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო ამ თემაზე… სრულყოფილი ამ თვალსაზრისით ვერასდროს ვიქნები. მეც და ჩემი ოჯახიც ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ… ახლა უფრო მეტად ვალდებულად მივიჩნევ თავს, უფრო ვგრძნობ, რომ ასე უნდა იყოს, მე ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემი გიოსთვის და ჩემი გიოს სულისთვის. რაც კი კარგ საქმეს გავაკეთებ, ეს იქნება სიმღერა, სიკეთე, ვინმეს დახმარება, თუ რაიმე დადებითის შექმნა, ყველაფერი გიოსთვის იქნება. ყველაფერი ეძღვნება მას, ჩემი ცხოვრებაც მას ეძღვნება. ეს მოულოდნელი იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g