„კარნეგი ჰოლში“ „სუხიშვილების“ კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Emolas Coropration აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ამხნევებს ილიკო სუხიშვილი სცენაზე გასვლის წინ საკუთარ მოცეკვავეებს:
„ხელოვნების მსოფლიო დედაქალაქი დღეს ნახავს ნამდვილ შედევრს. გახსოვდეთ ერთი რამ, თქვენ ხართ აქ მასპინძლები და არა სტუმრები. წესები არ არსებობს. ნიუ იორკი არის ხელოვნების დედაქალაქი, აქ თუ მიგიღეს და გაღიარეს, ჩათვალეთ, რომ მსოფლიო გაღიარებთ. ჩვენ ქვეყანა გაგვაქვს დღეს, არა მხოლოდ ჩვენი თავი, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ჩავატარებთ სასწაულ წარმოდგენას, რომელიც ნამდვილად გვეკადრება ჩვენ!..“
