სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბრენდის „Vitagermine“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის „BabyBio“ ოფიციალური იმპორტიორის „Naturland“ შეტყობინება შევიდა ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.
მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:
- BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027;
- BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027.
იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს სს „გეფა“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „ავერსი ფარმა“, რომელშიც ბავშვთა აღნიშნული კვება იყიდება. მათივე ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ.
