LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ყოველგვარ ლოგიკას სცდება პარტნიორების განცხადებები, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა მართონ და ამ ჯგუფებით დააფინანსონ ექსტრემისტული პროცესები… წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა მარტა კოსმა“

116
გია ვოლსკი

„ყოველგვარ ლოგიკას სცდება, როდესაც არამარტო ჩვენი ოპონენტები, არამედ საერთაშორისო პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა მართონ და დააფინანსონ ის ჯგუფები, რომლებიც ამ ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ საქართველოში“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი

კირცხალიას განმარტებით, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტება. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

როგორც „გრანტების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებზე ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლსკიმ განაცხადა, „ამის თაობაზე წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა“:

„თუკი ხელისუფლება მოითხოვს, რომ საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა პროექტებს ხმარდება, მაშინ გამოსავალი ის კი არ არის, რომ ისაუბრონ და გამჭვირვალობა შესძინონ თანხების ოდენობას და პროექტებს, არამედ ის, რომ სხვა გზა უნდა მოიძებნოს, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში, რომელიც რევოლუციური პროცესის განვითარებას ხმარდება. ამის თაობაზე წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა. ის კი არა, რომ ითანამშრომლოს და ელემენტარული მოთხოვნა შეასრულოს და თან ლოგიკური ნაბიჯი გადადგას იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური რესურსის გამოყენებით თანამშრომლობა გამჭვირვალე იყოს. არა – პირდაპირ გეუბნება, რომ იმ თანხას შემოვიტან და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნიო. ეს ხომ შავი ფულია? მით უმეტეს ეს შავი ფული საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება. რა საკვირველია, ამასთან დაკავშირებით კანონი უნდა მიიღო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას შეეხება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც არათუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, „რომელიც ქვეყნის დაზიანებას და სერიოზული პრობლემების შექმნას ლამობდა გარედან შემოტანილი თანხით და არა იმ რესურსით, რომელიც მას ანდო ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა სტრუქტურამ ან საზოგადოების ნაწილმა“.

„ფული შემოიტანა იმისთვის, რომ ქვეყანას დაუპირისპირდეს და რევოლუცია მოაწყოს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმიანობის შემდეგ მისი პოზიცია შეიცვლება. თუ რაიმე სადავოა, ამისთვის არსებობს პარლამენტი, კომიტეტებში განხილვა, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომაზე განხილვა და თვალყური უნდა მივადევნოთ, როგორ განვითარდება დავა”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. დაჯარიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.

პაველ ჰერჩინსკი: საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს – ამ კანონებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეთ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g