თბილისი-კახეთის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანიდან, ორი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს.
