საკომუნიკაციო სააგენტო „სუპერმარკეტის” თანადამფუძნებელს, ვასკა ჩუბინიძეს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
ვასკა ჩუბინიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაც და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით უსამძიმრებს c ოჯახსა და ახლობლებს მისი ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ვასკა ჩვენი სასიქადულო პროფესორის, სახელმწიფო კვარტეტის უცვლელი წევრის, დიდი მუსიკოსის – ბატონი ნოდარ ჟვანიას სიძე გახლდათ.
ქვეყანამ დაკარგა ახალგაზრდა ნიჭიერი, წარმატებული პროფესიონალი და ძალიან კარგი მეგობარი.
პანაშვიდი გაიმართება დღეს, პარასკევს 6 თებერვალს, გასვენება – ხვალ, შაბათს, 15:00 საათზე. მისამართი – ივანე ჯავახიშვილის ქ. #36ა“, – წერია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
⬛️ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით უსამძიმრებს ვასკა ჩუბინიძის ოჯახსა და ახლობლებს…
Posted by თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire on პარასკევი, 06 თებერვალი, 2026
ცნობისათვის, ვასკა ჩუბინიძე იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ის და ღვინის ბრენდ ჟუჟუნას თანადამფუძნებელი. ის ასევე იყო კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული და ჟიურის წევრი.
