LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „გრანტების შესახებ” კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას

258
ირაკლი ზარქუა

„რეალურად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს: უცხოური დაფინანსება და ფულადი გზავნილები არ იქნას გამოყენებული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და იხარჯებოდეს კანონმდებლობის შესაბამისად; უცხოური დაფინანსება არ მოხმარდეს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც დააზიანებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკას“, – წერს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა და განმარტავს, რომ „გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე.

„მინდა, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისათვის მკაფიოდ განვმარტო, რომ კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე პოლიტიკურ ზეგავლენას, აგრეთვე საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი

კირცხალიას განმარტებით, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტება. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე. დიასპორის მიერ ოჯახის წევრებისთვის განხორციელებული პირადი ფულადი გზავნილები ატარებს სოციალური მხარდაჭერის ხასიათს და არ უკავშირდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან უცხოური იურიდიული პირის მიზნებს. ცალსახად აღვნიშნავ, რომ პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს“,- წერს ზარქუა ფეისბუკ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g