პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედაუნივერსიტეტის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.
კობახიძე ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს:
„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!”, – წერია კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
