LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

168
ავარია

ახალციხეში სკოლის წინ მოსწავლეს ავტომანქანა დაეჯახა.

ადგილობრივი მედია TOK2Region-ის ინფორმაციით, შემთხვევა მეხუთე სკოლის წინ მოხდა. არსებული ცნობითვე, მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მოზარდს, სავარაუდოდ, ფეხი აქვს მოტეხილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ფოტო სლაიდზე: TOK2Region

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g