2026 წლის ივლისიდან ამერიკული დისნეილენდის „მოჩვენებების სასახლე“ ქორწილებს უმასპინძლებს.
პირველად, ბრენდის 35 წლიანი არსებობის მანძილზე, სასახლის მთავარი კიბეები და გოთიკური ექსტერიერი სადღესასწაულო იერს მიიღებს და რომანტიკულ სივრცედ გარდაიქმნება.

საქორწინო ცერემონიის ჩატარება მხოლოდ არასამუშაო საათებში, პარკის გახსნამდე და მაქსიმუმ 25 სტუმრით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულ ლოკაციაზე საქორწინო პაკეტი მოიცავს: ქორწინების რეგისტრაციას, დეკორაციას, პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურებას და ტრანსპორტირებას დისნეილენდის სასტუმროდან პარკამდე და პირიქით.
საქორწინო ცერემონიის ღირებულება 25 000 დოლარიდან იწყება.
