პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კალანტაროვი „პირველი არხის“ გადაცემას სტუმრობდა, სადაც პლასტიკურ ქირურგიაზე და აღნიშნული ქირურგიის შედეგად, მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის მიღწევაზე საუბრობს.
„ჩვენი მიმართულება და ჩვენი ხედვა ზუსტად ის არის, რომ სახის ლიფტინგი უნდა იყოს ბუნებრივი. ადამიანს უნდა დაუბრუნო ახალგაზრდობის იერი, არ უნდა გახადო სხვა ადამიანი, თუ არ ჰგავდა მონიკა ბელუჩის, ოპერაციის შედეგად ის ვერ გახდება მონიკა ბელუჩი“, – აცხადებს ალექსანდრე კალანტაროვი.
