LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ – რა თქვეს სასამართლოზე ძმებმა კაკულიებმა

532
კაკულიები

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულები დავით და გიორგი კაკულიები აცხადებენ, რომ ბრალს არ ეთანხმებიან.

ამის შესახებ დავით კაკულიამ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გაიგებს ამას და სარჩელს გაიტანს”,- განაცხადა დავით კაკულიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების წინა სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომას ძმები კაკულიები დისტანციურად ესწრებოდნენ. როგორც საქმის მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებს არ სურდათ ფიზიკურად დასწრებოდნენ სხდომას.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g