LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა 

108
მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ტიგრან ხაჩატრიანთან, ეკონომიკის მინისტრთან გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დავით ხუდატიანთან. მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე. ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში  ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g