ლეგენდარული მსახიობი, ტომ ჰენქსი იმ ვარსკვლავთაგანია, ვინც ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ის საკმაოდ ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში, მეტროთი თუ ავტობუსით მგზავრობისას.
ვიდეო: გიცანით, ტომ! – 69 წლის ტომ ჰენკსი ნიუ-იორკის მეტროში პირბადით გამოიჭირეს
ამჯერად 69 წლის ოსკაროსანი მსახიობი პიკის საათის დროს, სიდნეის მეტროში დააფიქსირეს. ის, როგორც ყოველთვის ჩვეული, თბილი ღიმილითა და კეთილგანწყობით იღებდა ფოტოებს ფანებთან.
ამ დღეს ჰენკსს ნაცრისფერი სვიტერი და შორტი ეცვა, მის „ლუქს“ კი პანამა ასრულებდა.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესვლისთანავე მივხვდი, რომ ეს ის იყო. მივედი და ვუთხარი, გთხოვთ, მითხარით, რომ თქვენ ტომ ჰენკსი ხართ, მან გამიღიმა, ჩვენ ფოტოც გადავიღეთ“, – იხსენებს გახარებული ფანი.
მსახიობს თან ვაჟი, 30 წლის ვაჟი, ტრუმანი ახლდა, რომელიც მას მეუღლისგან რიტა ორასგან ჰყავს.
ცნობისთვის, ტომ ჰენკსი ავსტრალიაში, Apple+–ის მეორე მსოფლიო ომის შესახებ ფილმში, Greyhound მონაწილეობს. დრამა-თრილერში ის ცხადია მთავარ როლშია წარმოდგენილი. ფილმის სიუჟეტი ამერიკულ საზღვაო ხომალდზე, USS Greyhound და მისი ეკიპაჟის თავგადასავალზე მოგვითხრობს.
68 წლის ტომ ჰენქსის იშვიათი გამოჩენა შვილიშვილთან ერთად
36 წელი ერთად – ტომ ჰენქსი საყვარელ მეუღლესთან ერთად ლოს-ანჯელესში სეირნობს


