LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ქორწინების 35-ე იუბილეს აღნიშვნის შემდეგ, რომანტიკულ მოგზაურობაში ბარსელონაში გაემგზავრნენ

184
page

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე მყარმა წყვილმა, ტომ ჰენქსმა და რიტა უილსონმა გასულ კვირას ქორწინების 35-ე იუბილე აღნიშნა.

„ქორწინების 35 წელი, 30 აპრილი 1988 წელი, სიყვარული ყველაფერია“, – ასე დაასათაურა ფოტო რიტამ, სადაც მას სადღესასწაულო ტორტი უჭირავს ხელში, ტომი კი მას საოცრად მოსიყვარულე მზერით უცქერს.

„ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი…ამ ფოტოთი ყველაფერი ნათელია “ – ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ქორწინების 35 წლის იუბილეს აღნიშნავენ

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში ბარსელონაში გაემგზავრა. პაპარაცებმა 66 წლის ტომი და რიტა მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ქალაქს ათვალიერებდნენ და ხელიხელჩაკიდებული სეირნობდნენ. ამ დღეს ტომს შავი სპორტულები ეცვა, რიტას კი თეთრი შარვალი და მოსაცმელი ამშვენებდა. ორივეს დიდი ზომის ქუდები ეხურა.

ტომ ჰენქსი არასოდეს გაბმულა ჰოლივუდურ ინტრიგებსა და სკანდალებში – საინტერესო ფაქტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები