LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი…ამ ფოტოთი ყველაფერი ნათელია “ – ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ქორწინების 35 წლის იუბილეს აღნიშნავენ

224
page

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილია. მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ისინი არასდროს გაბმულან რაიმე პატარა სკანდალშიც კი და ახლაც ბედნიერად და ჰარმონიულად აგრძელებენ თანაცხოვრებას.

ტომ ჰენქსი არასოდეს გაბმულა ჰოლივუდურ ინტრიგებსა და სკანდალებში – საინტერესო ფაქტები

რამდენიმე დღის წინ, წყვილმა ქორწინების 35-ე იუბილე აღნიშნა. ამ დღეს 66 წლის რიტამ „ინსტაგრამზე“ საოცრად თბილი ფოტო გაავრცელა და სწორედ ასე მიულოცა საყვარელ მეუღლეს ეს დღე.

„ქორწინების 35 წელი, 30 აპრილი 1988 წელი, სიყვარული ყველაფერია“, – ასე დაასათაურა ფოტო რიტამ, სადაც მას სადღესასწაულო ტორტი უჭირავს ხელში, ტომი კი მას საოცრად მოსიყვარულე მზერით უცქერს.

„ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი“, „როგორ უყურებს ტომი“, „ამ ფოტოთი ყველაფერი ნათელია“ , – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ, 1985 წელს ჰენქსმა გადასაღებ მოედანზე გაიცნო რიტა უილსონი, რომელზეც ორი წლის შემდეგ იქორწინა. საქორწინო ცერემონია ბერძნულ სტილში გაიმართა, რადგან უილსონის წინაპრები ბერძენი ემიგრანტები იყვნენ. ამასთანავე, სწორედ მეუღლის თხოვნით გახდა ჰენქსი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ორი ქორწინებიდან მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს.

ვიდეო: „მოშორდით ჩემს ცოლს“ – განრისხებულმა ტომ ჰენკსმა ემოციურ ფანს შუა ქუჩაში უყვირა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Rita Wilson (@ritawilson)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები