LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება, ვალების ჩამოწერა – კახა კალაძე

KALAZE2

15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია ჭარბვალიანობის დაძლევის ინიციატივას დააკნინებდა.

მანვე აღნიშნა, რომ ვალების პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად, ხელიუსუფლება მუშაობას ამით არ დაასრულებს.

„ძალიან ცხადი იყო, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ამ ინიციატივის დაკნინებას. იმ ნაბიჯების, დაკნინებას, რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული ამ მიმართულებით.

არაერთხელ ითქვა, რომ 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე უკვე შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს ის დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი.

თუმცა, ამით ეს საკითხი არ დასრულებულა. არიან კიდევ სხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები და რაზეც მუშაობს ცენტრალური ხელისუფლება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g