LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიის ერთ-ერთი შტატი დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის უფლებას დაუკანონებს

147
ავსტრალია

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შტატის, ვიქტორიის ხელისუფლება გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ შტატის ტერიტორიაზე დასაქმებულებს კვირაში ორი დღის განმავლობაში დისტანციურად მუშაობა შეეძლოთ.

კანონები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ნებისმიერ ადამიანს, მისი სამსახურის მასშტაბის მიუხედავად, მისცემს საშუალებას, მასზე დაკისრებული მოვალეობები შინიდან გაუსვლელად შეასრულოს.

„სახლიდან მუშაობა სასიკეთოდ წაადგებათ ოჯახებს, რადგან ეს დაზოგავს დროსა და ფულს, გარდა ამისა, უფრო მეტ მშობელს მიეცემა დასაქმების შესაძლებლობა”, – აცხადებს ვიქტორიის შტატის პრემიერი ჯასინტა ალანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g