LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეროლაინ ლევიტი: როგორც ვიცი, ესპანეთი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას დათანხმდა

106
2026-03-05_02-58-35_656439

კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ესპანეთი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას დათანხმდა – ესპანეთის მთავრობა თეთრი სახლის განცხადებას უარყოფს.

„ვფიქრობ, მათ პრეზიდენტის გუშინდელი გზავნილი მოისმინეს და მკაფიოდ გაიგეს. როგორც ვიცი, ისინი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას დათანხმდნენ. ჩვენი ძალები მათთან კოორდინაციას ახდენენ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადება კატეგორიულად უარყო.

„ესპანეთის მთავრობის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში ომთან, ირანში დაბომბვებსა და ჩვენი ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, – აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესპანეთს ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა, მას შემდეგ, რაც მადრიდმა ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის საზღვაო და საჰაერო ბაზების გამოყენებაზე უარი განუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g