თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმ კაბის გამო, რომელიც მას მედიასთან შეხვედრისას ეცვა. ჩინეთის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთების მომენტში, ლევიტმა ალბათ არც კი იცოდა, რა მოჰყვებოდა მის განცხადებას და სამოსს, რომელიც მას ამ განცხადების გაკეთების პროცესში ეცვა.
27 წლის ლევიტის ფოტო ჩინეთის ელჩმა ჟან ჟიშენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კაბა და მაქმანები, რომელიც ამ კაბას ამშვენებდა, ჩინეთში, მაბუს ქარხანაში იკერება. ამის დასტურად ელჩმა ფოტოებიც გამოაქვეყნა. ამ ფაქტს მალევე მოჰყვა რეაგირება მედიაში – კრისტალებით მორთული კაბის ისტორიით ჟურნალისტები დაინტერესდნენ. გაირკვა, რომ კაბა Farfetch-ის საიტზე 403 დოლარად იყიდება, თუმცა კაბის დიზაინერმა კომენტარზე უარი განაცხადა.



