LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევი – ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ – მკაცრად ვგმობთ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი

258
ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას არ შევეგუებით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

აზერბაიჯანული მედია – ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა

„აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“ – აზერბაიჯანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ირანიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას“

„ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება“, – აღნიშნა ალიევმა.

„ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს“ – ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

„ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას“

„დღეს ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, – აღნიშნა ალიევმა.

ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g