ექიმი-დერმატოლოგი ზაზა თელია „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს გასახდომი ინიექციების პრობლემური მხარეების შესახებ და იმ კვლევაზე, რომელიც წონის მატებას აჩვენებს მას შემდეგ, რაც პაციენტებმა ინიექციები შეწყვიტეს:
„შედეგიანია, მაგრამ გაჩერების შემდეგ, წონა იმატებს. ეს არ არის გასაღები იმისა, რომ ადამიანმა ამით წონა დაიკლო და თავი ქუდში აქვს. ეს აჩვენა ამ კვლევამ. ჭარბი რაოდენობით საკვების მიღება არის ადამიანების მკვლელი, რომელიც მეორე ადგილზე დგას თამბაქოს შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ფსიქოლოგიური ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ ჩაბღაუჭებული წამალზე და ცხოვრების წესის მოდიფიცირებით მოხდეს წონის კლება, შემდეგ შენარჩუნება.
