LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ექნება თბილისს პირველი მასშტაბური მიწისქვეშა პარკინგი

Underground Garage

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისში პირველი მასშტაბური მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდება, რომელიც 150 ავტომობილზე იქნება გათვლილი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მთლიანად იანვარ-თებერვალში დასრულდება.

„თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. თბილისის განვითარების ფონდი ძირითადად, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს და თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია, შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე რომელიც ქალაქს გააჩნია: ჩვენი ისტორიული ძეგლები და ისტორიული არეალები. ამ მიმართულებით, ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით 70 მილიონი ლარი ჯდება. 20 შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, აქედან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდება, რომელიც დედაქალაქში იქნება ყველაზე დიდი და მასშტაბური ამ ეტაპისთვის. ამ პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა სამუშაოები ანუ ის კომუნიკაციები, რაც შესაცვლელი იყო, დასრულებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტს, მერის ინფორმაციით, ის 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g