ტაძრისკენ სავალ გზას ადგას ხალხი, სადაც ელოდება პატრიარქი, რომლისგანაც ყველა ისეთი დავალებულია, რომ ჩვენ ახლა ვცდილობთ ჩვენი იოტისოდენა სიყვარული გამოვხატოთ მის მიმართ, – აღნიშნულის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე „იმედის“ ეთერში საუბრობს.
მისივე თქმით, ანცვიფრებს ტაძრისკენ მიმავალი, რიგში მყოფი ადამიანების სიმშვიდე.
„მაოცებს ეს სიმშვიდე ხალხში. ხალხი ძალიან მშვიდად რომ მიუყვება სავალ გზას მთაზე. მახსენდება აბულაძის ფილმი, „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს“. არის განცდა, რომ ხალხი ტაძრისკენ სავალ გზაზეა, სადაც პატრიარქი ელოდებათ, რომლისგანაც ყველა ისეთი დავალებულია, რომ ჩვენ ახლა ვცდილობთ ჩვენი იოტისოდენა სიყვარული გამოვხატოთ მის მიმართ
ეს სიმშიდე სწორედ პატრიარქს მაგონებს. ის ისე ჩუმად აკეთებდა ამ ფართო თვალსაწიერს. თამაზ ჩხენკელის წერილი წავიკითხე, სადაც წერს რომ დაგვიბარაო, უნდა ვთარგმნოთო. უცბად ჩამეხუტაო და პირველად განმიახლდა განცდა, რომ მამა მეხუტებოდაო. ჩემზე გაცილებით უმცროსი პატრიარქი ჩამეხუტა და მამობრივი შეგრძნება დამეუფლაო“, – საუბრობს ნიკოლოზ წულუკიძე.
ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
