LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა გზა აღარ იყო სავალი და ყველაზე მეტად გიჭირდა, უწმინდესი უცბად ისეთ გზას დაგანახებდა. როცა ჩვენი ამბავი მოხდა…“ – ნიკოლოზ წულუკიძე ილია მეორეზე

2216
ნიკოლოზ წულუკიძე

ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე „პირველ არხთან“ პატრიარქ ილია მეორეზე და მასთან შეხვედრაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტში ილია მეორემ ნუგეში და უდიდესი ძალა მისცა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა. 

„როცა გზა აღარ იყო სავალი, ყველაზე მეტად როცა გიჭირდა, სხვა გამოსავალი რომ არ იყო და უწმინდესი უცბად ისეთ გზას დაგანახებდა, დავალებას მოგცემდა… მერე ამ გზას მიჰყვებოდი და ამასობაში დროც გადიოდა.

როცა ჩვენი ამბავი მოხდა, მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც ეს გაიარა და ფეხზე დადგა და ყველა მიყვებოდა, რა უთხრა უწმინდესმა…

ყველა მიყვებოდა ერთსა და იმავეს, რომ ახლა შენ გაქვს პასუხისმგებლობა, ორმაგი ვალდებულება, რომ გააგრძელო… მერე ყველა რაღაც თავისი მისიით იწყებდა ყოფას.

ძალიან ძნელია რომ ამას მოერიო მაგრამ, ვიღაც, ვისიც გჯერა ის გჭირდება და ჩვენს დროში, დღეს აღარ დარჩნენ ადამიანები, ვისიც ბოლომდე გჯერა.

ილია მეორე იყო ის, რომლის სიტყვასაც, ფრაზასაც, გამოხედვასაც და დალოცვასაც სხვა ძალა ჰქონდა… ის იყო ვალდებულება, რომ შენ კარგად უნდა ყოფილიყავი. 

ძალიან, გულწრფელი სიყვარულით მიყვარდა… მიუხედავად იმისა, რომ სულ ვერიდებოდი, არ მინდოდა შემეწუხებინა… სულ იყო განცდა სიმშვიდის, რომ იქ, სადღაც თავისთვის არსებობდა…

ვიდეო: „ამ გზას, რომელსაც ქართველი ჯიში ადგას სამებისკენ მიმავალ გზაზე მშვენიერება ჰქვია“ – ნიკოლოზ წულუკიძე „იმედის“ ეთერში ილია მეორეზე საუბრობს

რომ ვუყურებ ტაძრისკენ მიმავალ გზას, რომელსაც ეს ხალხი ჩუმად, უხმოდ მიუყვება, სულ მახსენდება თენგიზ აბულაძის ფილმი – „ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?“… თითქოს ეს არის გზა, რომელსაც ადგენს ჩვენი ხალხი, რომელიც ტაძრამდე მიდის და იქ პატრიარქი გველოდება“, – აცხადებს ნიკოლოზ წულუკიძე. 

ვიდეო: „მახსენდება აბულაძის ფილმი, „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“. არის განცდა, რომ ხალხი ტაძრისკენ სავალ გზაზეა, სადაც პატრიარქი ელოდებათ“ – ნიკოლოზ წულუკიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g