საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ოჯახისა და სიყვარულის შესახებ საუბრობს.
როგორც მან აღნიშნა, მეუღლის თანადგომას ძალიან აფასებს და განვლილი პერიოდით ამაყობს.
„ქვეყნიდან წასული ვიყავი. თამუნას მეგობარი იყო ჩემი ახლობელი. როგორც ხდება. ჩამოვედი თბილისში და გავიცანით ერთმანეთი, შემდეგ გაგრძელდა. მერე ქვეყნიდან ვიყავი წასული და საკმაოდ რთული იყო განშორება. შემდეგ გადავწყვიტეთ რომ ერთად გვეცხოვრა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება იყო და ამით ძალიან ვამაყობ. გვიხარია, რომ ორი შვილი გვყავს.
კარიერის პერიოდში მამობა ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ბევრი თამაშები გარეთ ყოფნას და სახლში მცირე დროის გატარებას ნიშნავს. თამუნას ჰქონდა ძალიან დიდი როლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარედან მარტივად ჩანს ხოლმე, ფეხბურთელის ცოლობა მარტივი ჰგონიათ, ასე არ არის. მე ამას ძალიან ვაფასებ. ადამიანს თავისი გეგმები ჰქონდა და ამ ყველაფერზე უარის თქმა მოუწია. შენს გვერდით არის და შესაძლოა რაიმე ოცნება ვერ აიხდინა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ძალიან ვამაყობთ ჩვენი განვლილი პერიოდით“, – საუბრობს ლევან კობიაშვილი.
