დათო სოფიამ უზბეკეთის „ვოისში“ ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.
საოცარ კადრებს სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ გუნდის წევრი, რეზო მამსიკაშვილი გვიზიარებს.
საზოგადოებამ ვიდეოს კომენტარებში დადებითი და გულთბილი შეფასებები არ დაიშურა:
„შენ გენაცვალე…იბრწყინეთ ყველგან ქართველებო“…„ღმერთმა მოგვცეს იმის ჯანმრთელობა და საშუალება, რომ ჩვენი ლამაზი ქვეყანა წარვადგინოთ მთელ დედამიწაზე!“…„უმაგრესი შესრულება. ბრავო“.
