ცოტა ხნის წინ, უზბეკეთის „ვოისში“ ქართული სიმღერა კიდევ ერთხელ აჟღერდა – მუსიკალურ პროექტში ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე ქართველი შემსრულებელი დათო სოფია წარდგა და „ვოისის“ ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.
უზბეკეთის „ვოისში“ შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, დათო სოფია ესტუმრა გადაცემა „დღის პოსტს“, სადაც ვრცლად ისაუბრა როგორც „ვოისში“ გამოსვლის ემოციებზე, ისე მის დამოკიდებულებაზე სიმღერის მიმართ.
„ჩემში ნიჭი პატარა ასაკში ბაბუამ აღმოაჩინა. ბავშვობიდან ვმღერი. ვმონაწილეობდი მიუზიკლებში და ჩემი მუსიკალური კარიერა აქედან დაიწყო. მუსიკალური ოჯახი არ მყავს, ჩემი ძმა მოცეკვავეა…
სულ მქონდა ოცნება, „ვოისში“ მიმეღო მონაწილეობა. პროექტში ვახტანგ კიკაბიძის „ჩიტო-გვრიტო“ ვიმღერე. ჩემებურად შევასრულე, ქარიზმა, ქართული სიყვარული, სული, გული ვაჩვენე და ალბათ მწვრთნელები ხმით და ხასიათით მიხვდნენ, რომ სცენაზე ქართველი იდგა. ვცადე, რომ ცეცხლი დამენთო. ველოდი, რომ ოთხივე მწვრთნელი შემოტრიალდებოდა“, – აღნიშნა დათო სოფიამ „დღის პოსტში“.
