თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ნაქირავებ ბინაში ნახეს. არსებული ცნობითვე, გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრია და ის ბოლო წლებში, თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
