გურამ ლომიძისა და ივანა მელაის გოგონამ ელიზაბეტ ლომიძემ სიმღერა ჩაწერა. სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორიც თავადაა.
ელიზაბეტის დედა ივანა მელაი სოციალურ ქსელში აზიარებს შვილის ვიდეოს და წერს:
„ჩემს ქალიშვილს, ელიზაბეტს, დებიუტი აქვს! ის 9 წლისაა. ეს არის პირველი სიმღერა, რომელიც მან შექმნა და ტექსტი დაწერა, პირველი ჩანაწერი, რომელიც @makarkinslava-ზე შევქმენით და მისი პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა ვალერიამ @valerianegru_photo გადაიღო ❤️ ელიზაბეტსა და ვალერიას შორის კავშირი წარმოუდგენელი იყო ✨✨
ელიზაბეტ ყველაზე კეთილი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და ყველაზე ლამაზი სული აქვს, რაც კი ოდესმე მინახავს.
გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ მას – გააზიარეთ ეს ვიდეო და დატოვეთ კომენტარი (ყველა მათგანს წავიკითხავთ). ძალიან მიხარია მისთვის! ეს განსაკუთრებული მომენტია.
ელიზაბეტ ჩემი ცხოვრებაა – ჩემი უდიდესი სიმღერა მსოფლიოში.
მახსოვს, რომ მის ასაკში უკვე სცენაზე გამოვდიოდი უკრაინაში, უკვე მქონდა ოცნება, რომ უიტნი ჰიუსტონივით მემღერა. ახლა კი ჩემი ლამაზი ელიზაბეტის დროა“. – წერს ივანა მელაი.
ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი აქვს.
„გამორჩეული ხმა აქვს“, „მშვენიერი“, „უსაყვარლესი გოგონაა“, – წერენ კომენტარებში.
