LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გურამიკო ლომიძე ხატია შამუგიას თავისი რჩეულის შესახებ ესაუბრება: „პირველ რიგში, მაახალგაზრდავებს, ძალებს მმატებს…“

372
ხატია-შამუგია

ხატია შამუგია და გურამიკო ლომიძე, ყოფილი ცოლ-ქმარი „ვარსკვლავურ დუეტში“ ერთმანეთს საინტერესო კითხვებს უსვამენ.

ხატია აღნიშნავს, რომ გურამიკოს ახლანდელი რჩეული მოსწონს:

„ძალიან ლამაზი რჩეული გყავს, სხვათა შორის, მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მე შენი რჩეული მომეწონა, ასეთი რამ არ მომხდარა. ფაქტია, რომ წინა შემთხვევებში სწორი ვყოფილვარ. ძალიან გგულშემატკივრობ. ძალიან მომწონს ეს გოგო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენ გხედავდე ბედნიერს. ეს გვინდა ყველას. ნიკუშასაც ძალიან მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა და რაღაცანაირად ახალი სისხლი გაქვს გადმოსხმული და კარგად გამოიყურები, რა გეგმები გაქვს?

გურამიკო ლომიძე:

პირველ რიგში, მაახალგაზრდავებს, ძალებს მმატებს, ძალიან კარგი გოგოა. სამომავლო გეგმებიც, რასაკვირველია, გვაქვს და მივყვებით… გამორიცხული არაფერია, ხომ იცი…

ხატია:

როგორ უდგება ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებას?

გურამიკო:

სხვათა შორის, ნორმალურად, გიცნობს, რასაკვირველია. საკმაოდ თანამედროვე გოგოა და კარგად ესმის…

ხატია:

გეპატიჟებით ჩემთან ყავაზე.

გურამიკო:

შენს პირადში რა ხდება?

ხატია:

როგორც კი მივხვდი რომ ეს სერიოზული ურთიერთობა იყო, გითხარი ყველაფერი. შენსავით, მეც ბედნიერი ვარ… ჰოროსკოპითაც იგივეა, მე ისევ კურო ვიპოვე სამყაროში… თუ გინდა იყო ბედნიერი ქალი, უნდა გყავდეს კურო და ამის გამოცდილება უკვე ორჯერ მაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები