LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შეიძლება თუ არა საუზმის დაწყება ტკბილით და არის თუ არა ხელების კანკალი და შიმშილის შემოტევა ინსულინრეზისტენტობის უტყუარი ნიშანი – რას ამბობს შოთა ჯანჯღავა

1295
შოთა ჯანჯღავა

ხატია შამუგია ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევებს გვიზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ხელების კანკალისა და შიმშილის გრძნობის შემოტევის დროს:

„ხელების კანკალი ინსულინრეზისტენტობისთვის პირდაპირ დამახასიათებელი არ არის, მაგრამ შეიძლება, მისგან იყოს გამოწვეული. რადგან ამ დროს შეიძლება მცირედად დაიწიოს გლუკოზის მაჩვენებელმა დაბლა, პაციენტს შეიძლება, რეალურად არ უკანკალებდეს ხელები, მაგრამ ასეთი შეგრძნება ჰქონდეს.

ასევე ტკბილის მიღების დროს ჩვენი პანკრეასი გამდმოისვრის ხოლმე დიდი რაოდენობით ინსულინს. ამ დროს მკვეთრად სწრაფად იცვლება გლუკოზის მაჩვენებელი, მოდის დაბლა, რაც იძლევა შფოთვისა და შინაგანი სისუსტის შეგრძნება, იმიტომ, რომ ამ დროს ტვინს აკლდება გლუკოზა.

აუცილებლად უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა მოხდეს დიაგნოსტირება. თუ არ გვაქვს მისვლის საშუალება, უნდა შევცვალოთ კვების რაციონი და შევზღუდოთ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების რაოდენობა…

საუზმის პერიოდში შესაძლებელია ტკბილის მიღებაც, დილაობით მსუბუქად ტკბილი რომ მივიღოთ, შესაძლებელია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g