LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერი ანდრიას დედა თინათინი: „გილოცავ, დე, შენს ხანმოკლე სააქაო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს – ბერად დაბადების დღეს! ჩემი ცხოვრება ორად გაიყო ამ დღიდან…“

1077
დედა თინათინი

2011 წლისს 13 აპრილს, უწმინდესის კურთხევით მარტყოფის „ღვთაების“ მონასტრის მამებმა ბერად აღკვეცეს ნუგზარ მილორავა და უწოდეს სახელი ანდრია.

ამის შესახებ ბერი ანდრიას დედა თინათინი სოციალურ ქსელში წერს და თარიღს ეხმაურება.

„დე, დღეს ყველაზე ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში, ბერად აღკვეცა“

ეს სურვილი 12 წლიდან ქონდა და 17 წლისას აუსრულდა.

13 აპრილს, 2011 წელს, ჩვენი უწმინდესის კურთხევით მარტყოფის „ღვთაების“ მონასტრის მამებმა ბერად აღკვეცეს ნუგზარ მილორავა და უწოდეს სახელი ანდრია!

გილოცავ, დე, შენს ხანმოკლე სააქაო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს – ბერად დაბადების დღეს!

ჩემი ცხოვრება ორად გაიყო ამ დღიდან… მე, ნუგოს ბედნიერი დედიკო მილედი – მე, შავით შემოსილი თინათინი, ბერი ანდრიას დედა…“-წერს ბერი ანდრიას დედა თინათინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g