საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდ პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„დღეს, 13:00 საათზე, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის დიდ პანაშვიდს.“- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
