LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამ­შობ­ლო­სა და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოსჭვი­ვის მის ყვე­ლა ფო­ტო­ში, რო­მელ­თაც მან თით­ქოს სული შთა­ბე­რა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის უნი­კა­ლურ მა­ტი­ა­ნედ აქ­ცია” – პატრიარქის სამძიმრის წერილი

175
BeFunky-collage-9

სა­პატ­რი­არ­ქო ფო­ტოგ­რაფ ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შიო III-ის სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს.

“დი­დია ყვე­ლას გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი­სა და ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის, ბა­ტო­ნი ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

სამ­შობ­ლო­სა და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოსჭვი­ვის მის ყვე­ლა ფო­ტო­ში, რო­მელ­თაც მან თით­ქოს სული შთა­ბე­რა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის უნი­კა­ლურ მა­ტი­ა­ნედ აქ­ცია. თი­თო­ე­უ­ლი კად­რით მან თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხა მთე­ლი ეპო­ქა – სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ყოფა, ბუ­ნე­ბა, სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი ღვაწ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და რუ­დუ­ნე­ბით ქმნი­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ფო­ტო­მა­ტი­ა­ნეს. მის­მა ობი­ექ­ტივ­მა ასა­ხა ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­სა და მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის მრა­ვა­ლი ღირ­სსახ­სო­ვა­რი კად­რი.

მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ბა­ტო­ნი ბად­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ღმერ­თმა აცხო­ნოს და სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს მისი უკ­ვდა­ვი სული, ხოლო ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და მისი შე­მოქ­მე­დე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვართ მი­მად­ლოს მშვი­დო­ბა, ნუ­გე­ში და ძალა მის­თვის ლოც­ვი­სა”, – წე­რია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

ცნო­ბის­თვის, ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია 79 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები