LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი ტკივილი და დანაკლისი განვიცადე – საქართველომ დაკარგა ეპოქალური პიროვნება, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეუფასებელი მემკვიდრეობა დაუტოვა…“ – ბადრი ვადაჭკორიას კოლეგები ემშვიდობებიან

132
გიორგი ნიკოლავა, ბადრი ვადაჭკორია

ცნობილ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას, რომელიც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, 18 აგვისტოს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა

უამრავი ადამიანი ემშვიდობება ფოტოხელოვანს, მათ შორის არიან მისი კოლეგებიც. ემოციურ სტატუსს და კადრებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, გიორგი ნიკოლავა და წერს, რომ საქართველომ ეპოქალური პიროვნება დაკარგა:

„დღეს უდიდესი ტკივილი და დანაკლისი განვიცადე – გარდაიცვალა ჩემი უფროსი მეგობარი, მასწავლებელი და მრჩეველი, გენიალური ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია  
საქართველომ დაკარგა ეპოქალური პიროვნება, უდიდესი ღვაწლის მქონე ხელოვანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეუფასებელი მემკვიდრეობა დაუტოვა. მისმა ობიექტივმა ათწლეულების განმავლობაში შემოინახა საქართველოს სული.
მას ძალიან უყვარდა ფრაზა: „ ნუ დაივიწყებთ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა…“ — და თვითონაც ზუსტად ასეთი იყო: ერთგული, ღირსეული და თბილი. დარწმუნებული ვარ, ვინც კი მას იცნობდა, არც არავის დაავიწყდება. მშვიდობით მეგობარო ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა“, – წერს ფოტოგრაფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები