LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გენიალური არტისტების თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი“ – გივი ბერიკაშვილი 91 წლის გახდებოდა

147
გივი ბერიკაშვილი

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, გივი ბერიკაშვილი დღეს 91 წლის გახდებოდა.

გივი ბერიკაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს მარჯანიშვილის თეატრი, რომლის სცენაზეც მსახიობმა მრავალი პერსონაჟი განასახიერა:

„გივი ბერიკაშვილი სწორედ იმ გენიალური არტისტების თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და სახელი გაუთქვეს მარჯანიშვილის თეატრს.

დღეს გივი ბერიკაშვილის დაბადების დღეა“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ.. ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ ხოლმე“ – ზურა ბერიკაშვილი მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ

გივი ბერიკაშვილი სწორედ იმ გენიალური არტისტების თაობის ერთ – ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომლებმაც…

Posted by მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre on ოთხშაბათი, 15 მაისი, 2024

გივი ბერიკაშვილს სტატუსს უძღვნის მისი მეგობარი, ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორიაც:

„დღეს, 15 მაისს 91 წლის გახდებოდა დიდებული არტისტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გივი ბერიკაშვილი, რომელთანაც ძალიან თბილი, ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებდა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი მართლაც ნათელი სული!“ – წერს ბადრი ვადაჭკორია.

დღეს, 15 მაისს 91 წლის გახდებოდა დიდებული არტისტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გ ი ვ ი ბ ე რ ი კ ა შ ვ ი ლ ი,…

Posted by Badri Vadachkoria on სამშაბათი, 14 მაისი, 2024

მანანა ბერიკაშვილის ემოციური პოსტი მამაზე: “უკიდეგანოდ მაკლია, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის მას ვერასდროს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები