LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ.. ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ ხოლმე“ – ზურა ბერიკაშვილი მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ

1533
BeFunky-collage (3)

ზურა ბერიკაშვილმა მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა.

„მე რომ გავჩნდი, გივი უკვე გივი იყო.. ბავშვობისას ქუჩაში რომ გამოვყავდი, მივხვდი, რომ ყველა რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებით უყურებდა.. სპექტაკლები სამი წლიდან მახსოვს, ჯერ კიდევ რუსთავის თეატრში მუშაობდა..

დედაჩემს ექიმთან არ მივყვებოდი, გვერდში მამა თუ არ მყავდა, თუ სადმე გასაყოლი იყო, გივის გარეშე არაფერს ვაკეთებდი.. პატარაობიდან ვიცოდი, რომ ჩემი იმედი იყო..

მერე უკვე ცოტა აღარ მსიამოვნებდა, რადგან 15 წუთის მისასვლელ ადგილას მივდიოდით 2 საათი, ყველასთან გაჩერდებოდა, ისაუბრებდა, ყველას მოუსმენდა, რაღაცას ჩაიწერდა, რა უჭირდა ხალხს..

ახლაც კი, გივის სული ბევრ რაღაცაში მეხმარება..

ქუჩაშიც ნებისმიერ სიტუაციაში რომ გავივლი, მეუბნებიან – ვაიმე, ვაიმე, როგორი მამა გყავდა, თან მერიდება..

ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ, ერთხელ, ახალ წელს სახლში მოვედი, ვიქეიფე, პირველი რიცხვია, საღამოს სუფრა გაშალეს და ცალკე დევს, ერთი შამპანური და ბევრი 10 თეთრიანი დიდი პარკით.

 

 

ზურა ბერიკაშვილი მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ

▪ დიდი არტისტის ღირსეული შვილი ხართ?
▪ ზურა ბერიკაშვილი მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ.
#სიცრუისდეტექტორი

Posted by TV Imedi on Tuesday, 24 January 2023

 

დედაჩემს ვკითხე, რა მოხდა-თქო? ლიფტის მომსახურების ბიჭებმა მიულოცეს გივის ახალი წელი და ეს აჩუქეს დახურდავებაზე რომ არ ეწვალაო. ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ ხოლმე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები