LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გივი ბერიკაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

229
Untitled design (1)

14 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს:

„სრულიად უნიკალური და შეუზღუდავი ნიჭით გამორჩეული მსახიობი, უამრავი შესრულებული როლი თეატრსა და კინოში. საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი და ყველაზე დიდი ჯილდოს-ხალხის სიყვარულის მფლობელი გივი ბერიკაშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სრულიად უნიკალური და შეუზღუდავი ნიჭით გამორჩეული მსახიობი, უამრავი შესრულებული როლი თეატრსა და კინოში. საქართველოს…

Posted by მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre on ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2023

 

შეგახსენებთ, თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი 2017 წლის 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები