10 აპრილს, მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში გივი ბერიკაშვილის მიერ წაკითხულ ლექსს გვიზიარებს.
„დღეს გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების დღეა!“, – დაწერა გუშინ სანდრო ელოშვილმა.
„თუ მკვდარი მნახოთ ყორნებო, ერთსა გთხოვთ თქვენი ჭირი მე
თვალები არ ამომკორტნოთ, ეგ ვაჟკაცობა იტვირთეთ!
თორემ იქნება თვალები, საიქიოშიც დამჭირდეს,
დედამა მნახოს უთვალო, ცხარე ცრემლებით ატირდეს“, – კითხულობს ლექსს გივი ბერიკაშვილი.
„კაცი, არტისტი, ადამიანი… 🙏💔“,
„რა მაგარი იყო რაა ეგ დალოცვილი ❤️“,
„როგორ მიყვარს დღესაც 😢❤️“,
„ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული 🙏💔“, – აღნიშნავენ კომენტარებში.
