ცნობილ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას, რომელიც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, 18 აგვისტოს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა
დაკრძალვასთან დაკავშირებით ბადრი ვადაჭკორიას ოჯახის განცხადებას სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ავრცელებს.
„ბევრი მეხმიანება ბადრის პანაშვიდებსა და დაკრძალვასთან დაკავშირებით და გაგაცნობთ ოჯახის განცხადებას:
ბადრი ვადაჭკორიას პანაშვიდები გაიმართება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში (ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს ეზო) 16 და 17 აგვისტოს, 17:00 საათიდან.
გამოსვენება 18 აგვისტოს, 14:00 საათზე. დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 14 აგვისტოს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
