გერმანიაში მცხოვრები ქართველი ფსიქოლოგი, ლიკა ზონდლერი საუბრობს აქტუალური თემის შესახებ, თუ რატომ რჩებიან ხშირად მარტო კარგი ქალები, ასევე მამაკაცები:
„რატომ რჩებიან მარტო კარგი ქალები და პრინციპში, მამაკაცებიც, სანამ ცხოვრება მათ გაკვეთილს არ ასწავლის. კარგი ქალები ცდილობენ მამაკაცის გაბედნიერებას, მიუხედავად იმისა, რომ იმ მამაკაცისგან არანაირი სითბო და ყურადღება არ მოდის. ქალები ცდილობენ, ჩადონ ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, ინვესტიცია. რაც უფრო დიდ ინვესტიციას დებს ქალი, მით უფრო უკან და უკან იხევს ის კონკრეტული ადამიანი. საწყის ეტაპზე, როცა თავად არ იჩენენ ამხელა ყურადღებას, აღიქვამენ, როგორც კონტროლს და ასეთი ქალებისგან მამაკაცები შორს იჭერენ თავს.
მეორე ისაა, რომ ქალები ცდილობენ, გააბედნიერონ მამაკაცი. ხომ გაგიგიათ ასეთი ფრაზა – მე მას ბედნიერს გავხდი. ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის, რომ სხვა გავხადოთ ბედნიერი. ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვა. როცა ადამიანი თვითონ ბედნიერი და კმაყოფილია, სხვასაც უნდება მასთან ყოფნა…“
@likazondler #erinnerung #თქვენიფსიქოლოგილიკაცონდლერი #ფორიუ #ტოქსიკურიურთიერთობა #ურთიერთობისფსიქოლოგია ♬ Originalton – Psychologie to go
