თეონა თავართქილაძემ ქეთო ანთიძის პოდკასტში, „ჩვენ“ იმ უდიდეს ბედნიერებაზე ისაუბრა, რაც მას შვილიშვილების დაბადების შემდეგ დაეუფლა.
თეონა ამბობს, რომ მისი მეუღლე, ფეხბურთელი რეზი არველაძე ისეთივე კარგი ბაბუაა, როგორი მამაც იყო:
„ეს შეგრძნება არის შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. ყოვლად მოულოდნელი. ხომ გაგიგია, იცი, სხვებს უყურებ, მაგრამ დაუჯერებელი გრძნობაა. იმიტომ არა, რომ შენი შვილი გიყვარს და იმიტომ გიყვარს შვილიშვილიც – არავითარ შემთხვევაში, პერსონალურად ის გიყვარს დაუჯერებელი სიყვარულით.
რეზი ისეთი მამაა, რომ ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ ასეთივე ბაბუა იქნებოდა… პატარა რეზი ჯერ პატარაა, თუმცა სოფია, რომელიც 2 წლისაა თვითონ ისეთ სიყვარულს აჩვენებს რეზიკოს, რომ ჭკუიდან ჰყავს გადაყვანილი.
ჩემი შვილებიც მენატრებიან იმ დროში, როდესაც პატარები იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ მეგობრული დედა ვიყავი, თავად მახსენებენ, შენ რასაც სწავლაზე გვიშვებოდიო. ალბათ სხვა გზა არ მქონდა, რომ მაგ კუთხით მკაცრი ვყოფილიყავი, მაგრამ მე მგონი ამეტებენ. დღეს ძალიან ვმეგობრობთ“ – იხსენებს თეონა თავართქილაძე.
